ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის თანახმად, 2025 წელს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 4,336 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო.
„ეს უკრაინის მთელი ტერიტორიის დაახლოებით 0.72%-ია. საერთო ჯამში, 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, ოკუპირებული ტერიტორიის ზრდამ 7,463 კვადრატული კილომეტრი შეადგინა, ანუ მთლიანი ტერიტორიის 1.28%.
წინა წლებთან შედარებით, 2025 წელი უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ნამდვილად რთული იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროექტმა გამოაქვეყნა ოკუპაციის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით:
• დნიპროპეტროვსკი – 0,6% (+0,6% გასული წლის განმავლობაში);
• სუმი – 1.0% (+1);
• ხარკოვი – 4,7% (+1,3%);
• ხერსონი – 72% (-);
• ზაპორიჟიე – 74,8% (+2,1%);
• დონეცკი – 78,1% (+10,6%);
• ლუჰანსკი – 99,6% (+0,6%).
DeepState-ის ცნობით, უკრაინის მიწის საერთო ფართობი 116,165 კვადრატული კილომეტრია ოკუპირებული. ეს მთლიანი ტერიტორიის 19.25%-ს, ანუ ყოველ მე-5 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.