1-ელ იანვარს უკრაინა ოფიციალურად შეუერთდა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთიან როუმინგის ზონას.
ამის შესახებ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
„ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ დარეკონ, გააგზავნონ ტექსტური შეტყობინებები და ისარგებლონ მობილური ინტერნეტით ევროკავშირის 27 ქვეყანაში საკუთარი ტარიფით, დამატებითი როუმინგის საფასურის გარეშე“, - აღნიშნეს ადმინისტრაციაში.