ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია. აღნიშნული ინფორმაციას მედიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უდასტურებენ.
უწყების ცნობით, მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
გათავისუფლებამდე მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.
აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. მან დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.