არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეარაყიშვილმა გუშინ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და წყალსა და მედიკამენტებზეც უარი თქვა.
23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.