ბულგარეთი ევროზე 1-ელი იანვარს გადავა, რითაც ეროვნულ ვალუტას - ლევს, დაემშვიდობება და ევროზონის 21-ე ქვეყანა გახდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.
აღნიშნულია, რომ წელს ბულგარეთმა დააკმაყოფილა ყველა საჭირო კრიტერიუმი, მათ შორის ინფლაციის მაჩვენებელი, ბიუჯეტის დეფიციტი, ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობა.
ევროს შემოღების შემდეგ, ქვეყანა, ახალ ვალუტაზე გადასვლის გარდა, ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველ სტრუქტურაში ადგილს მიიღებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროზე გადასვლა ბულგარეთის ყევლა მთავრობის მიზანი იყო, თუმცა საზოგადოებრივი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე ორად იყოფა.
კერძოდ, ნაწილს ფასების ზრდის ეშინია ან არ სურს ლევის, როგორც საკუთარი ეროვნული ვალუტის დაკარგვა. პარალელურად სხვა ევროპულ ქვეყნებთან აქტიურად ვაჭრობის მქონე ბიზნესები, დადებითად არიან განწყობილი ცვლილებების მიმართ.