30 და 31 დეკემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლების განრიგში ცვლილებებია. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, განრიგი დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო შეიცვალა.
"დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ცვლილებებია 30 დეკემბრის მატარებლების მოძრაობის განრიგში. კერძოდ, თბილისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#812) თბილისიდან დაიძრება 03:00 საათზე, 01:40-ის ნაცვლად, ხოლო 31 დეკემბერს დილით ბათუმი–თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი (#803) გამოვა 10:00 საათზე, 08:00-ის ნაცვლად", – წერს საქართველოს რკინიგზა.