აშშ-მა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში საერთაშორისო წყლებში გემს დაარტყა, რომელიც „ნარკოტიკებით ვაჭრობის მარშრუტებზე“ მოძრაობდა. ამის შესახებ აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ (SOUTHCOM) განაცხადა.
„29 დეკემბერს, ომის დეპარტამენტის მდივან პიტ ჰეგსეთის ხელმძღვანელობით, ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა „სამხრეთის შუბმა“ სასიკვდილო დარტყმა განახორციელა საერთაშორისო წყლებში გემზე, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია იყენებსა“, - აღნიშნულია Х-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სამხრეთის სარდლობამ აღნიშნა, რომ მან მიიღო დაზვერვის დადასტურებული ინფორმაცია, რომ „გემი ტრანზიტით მოძრაობდა წყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნარკოტიკებით ვაჭრობის ცნობილ მარშრუტებზე და მონაწილეობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის ოპერაციებში“.
„მოკლულია ორი ნარკოტერორისტი კაცი. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს შორის არავინ დაშავებულა,“ - აღნიშნულია SOUTHCOM-ის ინფორმაციაში.