ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობის შესახებ აცნობა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა. უშაკოვის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი შოკირებული იყო.
„ფაქტობრივად მაშინვე, როგორც ამერიკული მხარე თვლის, მარ ა ალაგოში წარმატებული მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ, კიევის რეჟიმმა განახორციელა ტერორისტული თავდასხმა შორი მოქმედების უპილოტო აპარატების გამოყენებით, რუსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში თავდასხმა. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ასეთი დაუფიქრებელი ტერორისტული ქმედებები, ბუნებრივია, უპასუხოდ არ დარჩება“, – თქვა უშაკოვმა.
როგორც უშაკოვმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტმა საუბრისას განაცხადა, რომ მას ასეთი გიჟური ქმედებების წარმოდგენაც კი არ შეეძლო.
მისი თქმით, ტრამპმა პუტინს განუცხადა, რომ „ეს ზელენსკისთან მუშაობის კონტექსტში აშშ-ის მიდგომაზე გავლენას მოახდენს“.
„როგორც თავად ტრამპმა თქვა, მადლობა ღმერთს, რომ Tomahawk-ები არ მისცა“, - აღნიშნა უშაკოვმა.