ამერიკელი პოპ მომღერალი ბიონსე ნოულზ-კარტერი ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, მეხუთე მუსიკოსი გახდა, რომლის ქონებაც ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ასევე მილიარდერები არიან მისი მეუღლე, რეპერი Jay-Z, მომღერლები ტეილორ სვიფტი და რიანა, ასევე ბრიუს სპრინგსტინი
საერთო ჯამში, Forbes-ის მილიარდერთა სიაში 22 შემსრულებელი შედის.
გამოცემის თანახმად, ბიონსეს 2023 წლის მსოფლიო ტურნემ, რომელიც მისი ალბომის, Renaissance-ის, მხარდასაჭერად გამართა, თითქმის 600 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
2025 წელს მისმა შემდეგმა ტურნემ, რომელშიც მონაწილეობდა ქანთრი ალბომი Cowboy Carter, მომღერალს ბილეთების გაყიდვიდან 400 მილიონ დოლარზე მეტი და კონცერტზე სუვენირული პეოდუქციის გაყიდვებიდან კიდევ 50 მილიონი დოლარი მოუტანა.
ბიონსე ასევე იღებს მოგებას თავისი თმის მოვლის ბრენდ Cécred-დან, ვისკის ბრენდ SirDavis-დან და ტანსაცმლის ხაზიდან Ivy Park, რომლის წარმოებაც 2024 წელს შეწყდა.
თუმცა, ბიონსე შემოსავლის უმეტესი ნაწილს მუსიკიდან იღებს.