თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე, მოსამართლე იმსჯელებს, თუ რა აღკვეთის ღონისძიება შეეფარდება ბაჩო ახალაიას.
მოსამართლემ პროცესი დახურა. სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა.
პროკურატორმა სხდომის დახურვის მიზეზი განმარტა, თქვა, რომ საქმე შეიცავს მოწმეების პერსონალური ინფორმაციას, მათ შორის სუს-ის თანამშორმლების პერსონალურ მონაცემებს.
დარბაზი დაატოვებინეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.
პროცესს ესწრება ბრალდებული ბაჩო ახალაია.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.