26 დეკემბერს ოდესაში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე რუსეთმა დრონებით იერიში მიიტანა, რის შეედგადაც ხანძარი გაჩნდა.
ინფორმაციას ოდესის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძრვანელი ავრცელებს.
„მტერი კვლავ დაესხა თავს ჩვენს ქალაქს. ოდესაში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე თავდასხმა დაფიქსირდა,“ - წერს ლისაკი
აღნიშნულია, რომ უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს; მიმდინარეობს სტიქიის შედეგების აღმოფხვრა და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი შენობების დაზიანების დასადგენად.
ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია სანაპიროზე არსებული მდგომარეობის შესახებ: უკრაინის საზღვაო ეკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტები ზღვის წყლის მდგომარეობას აკვირდებიან და გარემოზე პოტენციურ ზიანს აფასებენ.
გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების საქალაქო კომისიის გადაწყვეტილებით, სანაპიროზე მიმდინარეობს სამუშაოები დაბინძურების ლოკალიზაციისა და აღმოფხვრის მიზნით.