გასულ ღამეს ვოლგოგრადზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ადგილობრივ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ცნობებით, ქალაქში სულ მცირე 20 აფეთქების ხმა გაისმა, რასაც ხანძარი მოჰყვა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, აფეთქებების უმეტესობა ქალაქის კრასნოარმეისკის რაიონში ისმოდა.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ღამით „უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს“ და ოფიციალური მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არც ობიექტები დაზიანებულა.
„ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი მთავარი საწარმოა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე წელიწადში 15.7 მილიონი ტონაა.
აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელის საწვავს და საავიაციო საწვავს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რამდენჯერმე დაარტყეს.
18 სექტემბერსა და 6 ნოემბერს მომხდარი დარტყმების შემდეგ, ქარხანა დაიხურა პირველადი გადამუშავებისა ბლოკის დაზიანების გამო, რამაც გამოიწვია მისი სიმძლავრის შემცირება და გავლენა მოახდინა რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტზე.