უკრაინული მედიის ინფორმაციით, 24 დეკემბრის საღამოს რუსულმა არმიამ ხარკოვში, სუმსა და ჩერკასის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა თავდასხმები.
თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
„ეს წმინდა საღამო ჩერკასის ოლქში მტრის თავდასხმით დაიწყო. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩერკასის რაიონში რუსული რაკეტა გაანეიტრალეს. ერთი ადამიანი დაშავდა. საბედნიეროდ, მისი მდგომარეობა მძიმე არაა,“ – აცხადებს ჩერკასის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეცი.
xარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, რუსეთი მთელი დღის განმავლობაში დარტყმებს ახორციელებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც გათბობას, ცხელო და ცივი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფენ.
„მიზანი ნათელია – იმ ენერგეტიკული კუნძულის განადგურება, რომელსაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაშენებდით და მცდელობა ჩვენი ქალაქი, ყველა ჩვენგანი სიცივესა და სიბნელეში ჩაძირონ“, – აცხადებს ხარკოვის მერი.
სუმის ოლქს რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით შეუტია. დაზიანდა ბინები და საოფისე შენობები .