საფრანგეთი გმობს აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელის წინააღმდეგ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს, - ამის შესახებ საფეანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წერს.
მისი თქმით, აღნიშნული ზომები წარმოადგენს დაშინებას და იძულებას და მიზნად ისახავს ევროპის ციფრული სუვერენიტეტის შელახვას.
„საფრანგეთი გმობს აშშ-ის მიერ ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელის წინააღმდეგ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს
ეს ზომები წარმოადგენს დაშინებას და იძულებას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის ციფრული სუვერენიტეტის შელახვას.
ევროკავშირის ციფრული რეგულაციები მიღებულ იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს მიერ დემოკრატიული და სუვერენული პროცესის შემდეგ.
ისინი გამოიყენება ევროპაში, რათა უზრუნველყონ პლატფორმებს შორის სამართლიანი კონკურენცია და მიზანში არ იღებს მესამე ქვეყნებს.
ევროკავშირის ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები არ არის განკუთვნილი ევროპის გარეთ განსახორციელებლად.
ევროკომისიასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ციფრული სუვერენიტეტის დაცვას“, - წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შიდა ბაზრის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების ოთხ ხელმძღვანელს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.