ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას რატიფიკაციისთვის პარლამენტს წარუდგენს და საყოველთაო რეფერენდუმს ჩაატარებს და შესაძლოა, რეფერენდუმთან ერთად ქვეყანაში არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღოს.
„უკრაინა წარადგენს ამ შეთანხმებას პარლამენტის რატიფიკაციისთვის და/ან ჩაატარებს საყოველთაო რეფერენდუმს - „დიახ“ ან „არა“ ფორმატით დასამტკიცებლად. უკრაინამ შესაძლოა გადაწყვიტოს არჩევნების რეფერენდუმთან ერთად ჩატარების საკითხი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ შეთანხმება სრულად რატიფიცირებული იქნება ან რეფერენდუმით დამტკიცდება.
ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ შესაძლებელია უკრაინაში ჩატარდეს რეფერენდუმი სრული შეთანხმების შესახებ, რომელიც ომის დასრულებას გამყარებს, თუმცა ამისთვისსულ მცირე 60 დღე და ამ პერიოდისთვის სრული ცეცხლის შეწყვეტა იქნება საჭირო.