შაბათს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანერთობლივ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა განიხილოს უკრაინაში სამხედრო პერსონალის შესაძლო განლაგება, რათა უზრუნველყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესრულება, მისი ხელმოწერის შემდეგ.
შეკითხვაზე, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას პორტუგალიელი ჯარისკაცები უკრაინის უსაფრთხოების დაცვაში, პორტუგალიის პრემიერმა თქვა, რომ ომის დროს ამის ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა თანახმაა, „მსურველთა კოალიციასთან“ ერთად, სახმელეთო ოპერაციებში მიიღონ მონაწილეობა.
"სამშვიდობო მისიის კონტექსტში, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში, მას შეუძლია, ძალები განათავსოს უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენ, ასევე შეგვიძლია, მონაწილეობა მივიღოთ სამშვიდობო მისიებში და უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად. პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, რომ პორტუგალია ყოველთვის მხარს დაუჭერს და მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო და უსაფრთხოების მისიებში“, – განაცხადა ლუში მონტენეგრუმ.