აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებები „შედეგთან ახლოსაა“. ამის შესახებ Reuters იუწყება.
„ვიმედოვნებ, რომ უკრაინა სწრაფად იმოქმედებს, რადგან რუსეთი იქ არის. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი (რუსები) ძალიან დიდ ტერიტორიას იკავებენ, რუსეთი იცვლის აზრს“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ფლორიდაში უკრაინის საკითხზე ამ შაბათ-კვირას გასამართი შეხვედრის შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, განაცხადა, რომ მხარეები „რაღაც შედეგთან უკვე ახლოს არიან“.
გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის პრესსპიკერი კირილ დმიტრიევი 20-21 დეკემბერს მაიამიში ჩავა, რათა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებები გამართოს.