კრემლში დაადასტურეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრა მზადდება, რათა განიხილონ აშშ-ს, უკრაინასა და ევროპას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შედეგები.
ამის შეასხებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
„ჩვენ, მართლაც, ვამზადებთ გარკვეულ კონტაქტებს ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან, რათა მივიღოთ ინფორმაცია იმ სამუშაოს შედეგების შესახებ, რომელიც ამერიკელებმა ევროპელებთან და უკრაინელებთან ერთად ჩაატარეს,“ - განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, 18 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია 19-20 დეკემბერს შეერთებულ შტატებში ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს გამართავს „სამშვიდობო გეგმაზე“, უსაფრთხოების გარანტიებსა და უკრაინის აღდგენაზე.