ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიყავს, რაც არ არის ევროკავშირი.
„სწორედ ამიტომ, ჩვენი მტკიცე გზავნილია ქართველი ხალხის მიმართ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, თუმცა ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, არ ვაპირებთ გაგრძელებას მათ კანდიდატობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კალასმა.