მიუხედავად იმისა, რომ დარტყმები მუდმივია, დაწყებული რიგითი თანამშრომლიდან ქართულ ოცნებაში, ცოტა თანამდებობის პირი თუ ხარ და აღარაფერს ვამბობ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე, რომელიც მთავარი სამიზნეა უპირველესი, ჩვენ გავიხედნეთ, ასე ვთქვათ, ამ ბრძოლაში, ეს ამდენი წელია, მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE” გაბაცხადა.
"საქართველოს პოზიცია და მისი ხელისუფლების რიტორიკა ძალიან ხშირად, თუ ყოველთვის არა, ემთხვევა ტრამპის და ამერიკის პოლიტიკური ელიტის მიდგომებს, მათ შორის, ევროკავშირის ბიუროკრატიასთან მიმართებით. მაგრამ ევროკავშირი ვერ ბედავს... ხანდახან რაღაცას იტყვის, ჩვენ ხომ დამოუკიდებლები ვართ, ნუ ერევით ჩვენს საქმეებშიო, მაგრამ ვერ ბედავს, შეეწინააღმდეგოს იმ ძალას, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ვის ურტყას და ვისზე იყაროს ჯავრი, გადაწყვეტს ხოლმე, რომ დღეში რამდენჯერმე ეს იყოს პატარა საქართველო.
ეს, ალბათ, გარკვეული დრო მომავალ წელსაც გაგრძელდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დარტყმები მუდმივია, დაწყებული რიგითი თანამშრომლიდან ქართულ ოცნებაში, ცოტა თანამდებობის პირი თუ ხარ და აღარაფერს ვამბობ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე და მის ოჯახზე, რომელიც მთავარი სამიზნეა უპირველესი, ჩვენ გავიხედნეთ, ასე ვთქვათ, ამ ბრძოლაში, ეს ამდენი წელია, მიმდინარეობს.
შესაბამისად, ის, რომ ხელისუფლება, გაისად თუ კიდევ ასეთი დარტყმების ქვეშ იქნება საქართველო, ან უკან დაიხევს, ან შეეშინდება, ამის შანსი არის ნული.
არავის ეგონოს, რომ მარტო იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ოპოზიციის, ძლიერი ოპოზიციის ნიშა კვლავ არის, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არიან ოპოზიციონერები, ორი, სამი, მესამე ჯგუფიც არის, რომელზეც ვთქვი, რომ ჯერჯერობით ძალიან სუსტები არიან, კიდევ არის საკმაოდ ბევრი ადგილი, იმისთვის, რომ ახალი ჯგუფები გაჩნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშა სივრცეს მოიცავს და რესურსი აქვს ვიღაცას, რომ შექმნას პარტია და გაგვეპაექროს, ქართული ოცნება არ დასუსტებულა, ის არის საკმაოდ ძლიერი ძალა და თუ ვინმე გადაწყვეტს მასთან დაჭიდებას, უნდა ცოტა ივარჯიშოს მანამდე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.