ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟს, ნიკ რაინერს, რომელიც მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენეს. ინფორმაციას CNN ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურორის განცხადებით, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, მოითხოვენ თუ არა მის სიკვდილით დასჯას. მისივე თქმით, ნიკ რაინერს ასევე ედება ბრალი საშიში და სასიკვდილო იარაღის პირადი მოხმარებისთვის გამოყენებაში.
შეგახსენებთ, ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. რეჟისორი და მისი მეუღლე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალნენ. მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს