უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა დონბასს რუსეთის ტერიტორიად არც დე ფაქტო და არც დე იურე არ აღიარებს.
ზელენსკიმ ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება რუსების პოზიციას, ის არ შეცვლილა, თქვენ იცით, რომ მათ ჩვენი დონბასი სურთ. ჩვენი პოზიცია პრაქტიკული, რეალური, სამართლიანია, ჩვენ მას ვიცავთ და არ გვინდა დონბასის დათმობა. ვამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ; ისინი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვეშაა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტერიტორიული საკითხი განიხილება, თუმცა უკრაინა დონბასის დროებით ოკუპირებულ ნაწილს რუსულად არ აღიარებს.
„ჩვენ დონბასს რუსულად არც დე იურე და არც დე ფაქტო არ ვაღიარებთ. იმ აწილს, რომელიც დროებით ოკუპირებულია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ განვიხილავთ ტერიტორიების საკითხს. იცით, ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჩვენ ჯერ კონსენსუსი არ გვაქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.