ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
15 დეკემბერს ევროკავსირის საბჭომ შემოიღო ახალი კრიტერიუმი სანქციების დასაწესებლად იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც „სარგებლობენ, ჩართულები არიან ან ხელს უწყობენ ბელარუსის რესპუბლიკასთან დაკავშირებული ქმედებებით ან პოლიტიკის განხორციელებას, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სტაბილურობის ან უსაფრთხოების წინააღმდეგ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებში“.
აღნიშნულია, რომ სანქციების მიზეზი ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრაა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში გახშირდა და ლიეტუვის უსაფრთხოებას საფრთხე არაერთხელ შეუქმნა.
ახალი კრიტერიუმი ევროკავშირს საშუალებას აძლევს, სანქციები გამოიყენოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ასევე დაკავშირებულია ინფორმაციის მანიპულირებასთან და ჩარევასთან.
„ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური საქმიანობის ან საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურების ფუნქციონირების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში“ ჩართული პირები შესაძლოა სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ.
ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კრიტერიუმი საშუალებას მისცემს ევროკავშირს, დააწესოს შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც გეგმავენ, ხელმძღვანელობენ, ეწევიან მხარდაჭერას ან ხელს უწყობენ უცხოური ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევას.
გარდა ამისა, ევროკავშირს შეეძლება სანქციების დაწესება იმ პირებისა და ერთეულების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან ქმედებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკური საქმიანობის ან საზოგადოებრივი ინტერესების მომსახურების ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას.