ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის, MI 6-ის ხელმძღვანელის, ბლეიზ მეტრეველის განცხადებით, რუსეთი წარმოადგენს „აგრესიულ, ექსპანსიონისტურ და რევიზიონისტულ“ საფრთხეს. ამის შესახებ მან თანამდებობის დაკავებიდან პირველი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბლეიზ მეტრეველმა ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეზე, რასაც "აგრესიული, ექსპანსიონისტური და რევიზიონისტული" რუსეთი წარმოადგენს.
"პუტინს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ ჩვენი მხარდაჭერა მტკიცეა. წნეხი, რომელსაც ჩვენ უკრაინის სახელით ვახდენთ, შენარჩუნდება." - თქვა მან.
მეტრეველმა ასევე აღნიშნა, რომ "საერთაშორისო ჩართულობის მხრივ რუსეთის მიდგომაში ქაოსის ექსპორტი თვისებაა და არა - ნაკლი; და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე პუტინი იძულებული არ იქნება, თავისი გათვლები შეცვალოს."
ბლეიზ მეტრეველი MI 6-ის პირველი ქალი ხელმძღვანელი გახდა. მან აღნიშნულ თანამდებობაზე რიჩარდ მური ოქტომბერში შეცვალა.