მედიის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ორშაბათს, 15 დეკემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც იუწყებიან, სტუბი თავდაპირველად აშშ-ში, ტეხასში, გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა „უკრაინაში არსებული კრიტიკული სიტუაციის გამო“ ვიზიტი გაუქმდა.
ამიტომ, ის გერმანიაში გაემგზავრება და უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტისთაბ დაკავშირებულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვედრა შესთავაზა.
მოწვევა ოთხშაბათს მერცს, ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერსა და დონალდ ტრამპს შორის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა, რომლის დროსაც მხარეებმა სამშვიდობო ძალისხმევის მიმართულებასთან დაკავშირებით უთანხმოების მოგვარება სცადეს.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი 15 დეკემბერს ბერლინში ევროპელ ლიდერებსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავენ.