უწყვეტი პროტესტის 380-ე დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან შეკრებილი არიან მოქალაქეები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები.
შეკრებილები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობას თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელსაც ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სხვა ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.
აქციაზე იმყოფება საქართველო მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც დღეს მოქალაქეებს პროტესტისა და ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.