აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „უკიდურესად იმედგაცრუებულია“ როგორც რუსეთით, ასევე უკრაინით და აღარ სურს „შეხვედრები შეხვედრებისთვის“.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ტრამპი უკიდურესად იმედგაცრუებულია ამ ომის ორივე მხარით.
„ის დაიღალა შეხვედრებით შეხვედრებისთვის. მას აღარ სურს საუბარი, მას სურს მოქმედება“, - თქვა მან.
ლევიტის თქმით, უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის შემდეგი შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ 13 დეკემბერს არის დაგეგმილი, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ამერიკელები სამშვიდობო შეთანხმების დადების შანსს დაინახავენ.
„თუ სამშვიდობო შეთანხმების რეალური შესაძლებლობა არსებობს, თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრები ამ შაბათ-კვირას შეერთებული შტატებიდან ვინმეს ყურადღების ღირსია, მაშინ ჩვენ წარმომადგენელს გავგზავნით“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.