ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
„ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან“, - თქვა სტუბმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები სამ ცალკეულ დოკუმენტს მოიცავს. კერძოდ, ამ დოკუმენტებიდან პირველი ჩარჩო დოკუმენტია. სტუბის თქმით, ეს არის 20-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროპელ ლიდერებს შორის განიხილეს
მეორე დოკუმენტი, სტუბის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხება და მას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, უკრაინის წარმომადგენლები და ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურები განიხილავენ.
მესამე დოკუმენტი კი ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაზეა ფოკუსირებული.
სტუბის თქმით, ჩარჩო შეთანხმების წინა ვერსია 28 პუნქტისგან შედგებოდა. ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი წინადადება ფინეთისთვის „აბსოლუტურად მიუღებელი“ იყო. თუმცა, მოლაპარაკებები ახლა იმ ეტაპზე გადავიდა, სადაც შეთანხმების პირობები უფრო მისაღები ჩანს.