"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჯონ ტუნს შეხვდა.
"პატივი მქონდა, სენატის რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს, სენატორ ჯონ ტუნს შევხვედროდი, რათა გვესაუბრა საქართველოში არსებულ უმძიმეს კრიზისზე, შესაძლო გამოსავალზე და საქართველო-აშშ-ს მეგობრობის აღდგენაზე.
როგორც არ უნდა ეცადოს რუსეთი, ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი ნებისმიერი ძალა, სენატორ ტუნთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აშშ ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანს, იცხოვროს თავისუფალ, განვითარებულ, დემოკრატიულ და პროდასავლურ სახელმწიფოში". - წერს ბოკუჩავა facebook-ზე.
შეგახსენებთ,, გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა, ჯონ ტუნმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ, მაიკ ჯონსონს "MEGOBARI აქტის" მხარდაჭერაზე უარი უთხრა.