2025 წლის 4 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის და ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სიროჯიდინ მუხრიდინის შეხვედრა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, 2025 წლის განმავლობაში საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ვაჭრობის პოზიტიური დინამიკა. მინისტრებმა აღნიშნეს „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობა აზიისა და ევროპის დაკავშირებადობაში და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან როლს სატრანზიტო გადაზიდვების საკითხში. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს