უკრაინის ადამიანის უფლებების რეგიონული ცენტრის იურიდიულმა ექსპერტმა, კატერინა რაშევსკამ 3 დეკემბერს აშშ-ს სენატის ქვეკომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ცნობილია, სულ მცირე, ორი შემთხვევა, როცა რუსი ოკუპანტების მიერ აღმოსავლეთ უკრაინიდან გატაცებული უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში ძალით გაგზავნეს.
სიტყვით გამოსვლისას რაშევსკაიამ აჩვენა დროებით ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან 12 წლის მიშას და ოკუპირებული სიმფეროპოლიდან. 16 წლის ლიზას ფოტოები.
მან აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ ისინი ჩრდილოეთ კორეაში, სონგდოვონის ბანაკში გაგზავნა, რომელიც მათი სახლებიდან ცხრა ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
„ამ ბანაკში ბავშვებს ასწავლიდნენ იაპონელი ჯარისკაცების განადგურებას და აცნობდნენ კორეელ ვეტერანებს, რომლებoც 1968 წელს თავს დაესხნენ ამერიკულ გემ „პუებლოს“, რის შედეგადაც ცხრა ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს და დაჭრეს“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დამცველმა.
რუსეთი უკრაინელი ბავშვების გაყვანას „ევაკუაციას“ უწოდებს. თუმცა, რაშევსკაიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მკაცრად არეგულირებს ასეთ ქმედებებს.
რუსეთი, ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს ბავშვების ოჯახებთან გაერთიანებისთვის, ევაკუირებული ბავშვების სიები გადასცეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და რეგულარულად შეამოწმოს, კვლავ არსებობს თუ არა მათი მოვლა-პატრონობის საჭიროება.
როდესაც ასეთი საჭიროება გაქრება, ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ.
ადამიანის უფლებათა დამცველის თქმით, რუსეთმა ამ საერთაშორისო მოთხოვნებიდან არცერთი არ შეასრულა.