დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების კომპრომისული გეგმა ჯერ ბერ მოიძებნა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჯერჯერობით კომპრომისული ვარიანტო ჯერჯერობით ვერ მოიძებნა, თუმცა ამერიკის ზოგიერთი წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს, თუმცა მათი განხილვაა საჭირო. ჩვენთვის შემოთავაზებული ზოგიერთი ფორმულირება ჩვენთვის მიუღებელია,“ - განაცხადა უშაკოვმა.
ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან, თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა პუტინის თანაშემწე, რომელმაც განაცხადა, რომ განხილვა ეხებოდა „ამერიკული წინადადებების არსს და არა სამშვიდობო გეგმის კონკრეტულ ფორმულირებას“.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, ამერიკული „სამშვიდობო გეგმის“ გარდა, რომელიც 27 პუნქტისგან შედგებოდა, მოსკოვმა კიდევ ოთხი დოკუმენტი მიიღო.
მან უარი თქვა მათ შინაარსზე კომენტარის გაკეთებაზე.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ რიგი წინადადებების მიმართ „კრიტიკული და ნეგატიური დამოკიდებულებაც კი“ გამოხატა, თუმცა კრემლი მზადაა ზოგიერთ პუნქტს დათანხმდეს.
უშაკოვის თქმით, „ტერიტორიული საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია“ როგორც რუსებისთვის, ასევე ამერიკელებისთვის.
გარდა ამისა, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის „ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები“ განიხილეს.
პუტინსა და ტრამპს შორის პირადი შეხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, უშაკოვმა განაცხადა, რომ ის ამჟამად დაგეგმილი არ არის.
„პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება შეთანხმებისკენ მიღწეულ პროგრესზე“, - განაცხადა პუტინის თანაშემწემ.