საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ, ბრიუსელში, როგორც პარიზში, არაფერს ამბობენ? - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველოში პოლიცია პირველი მსოფლიო ომის მომწამლავ გაზს იყენებს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ბრიუსელში, როგორც პარიზში, არაფერს ამბობენ? BBC-ის მტკიცებულებით, ქართველ დემონსტრანტებს პირველი მსოფლიო ომის მომწამლავი ნაერთი შეასხეს”, - წერს ლუაზო.