პარტია ფედერალისტები კიდევ ერთხელ ეხმიანება BBC -ის გამოძიების მიერ წაყენებულ უმძიმეს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმედ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდა.
პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ნებისმიერი ადეკვატური ხელისუფლება, ეჭვების გასაფანტად და სიმართლის დასადგენად საერთაშორიო ინსტიტუტებიდან კვლევით ჯგუფს მოიწვევდა.
"თუ რამე კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვეს, საქართველოს ნებისიმიერი მოქალაქის თავში, რომ ეს ბრალდებები სამართლიანია და ეფუძნება სიმართლეს, არის ივანიშვილის რეჟიმის რეაქცია.
ნებისმიერი, მეტ-ნაკლებად ადეკვატური ხელისუფლება, ერთადერთ ნაბიჯს გადადგამდა - მოიწვევდა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან ისეთ კვლევით ჯგუფს, რომელიც ამ ბრალდებას გაანეიტრალებდა. ამის ნაცვლად ვხედავთ ტიპიურ პუტინისტურ, ივანიშვილისეულ რეჟიმის ნიაღვარს
გუშინ ვიხილეთ კლასიკური შეცდომა, "იაღლიში". მხოლოდ იმიტომ რომ ჰგონიათ გასდით ყველაფერი, გამოიყენეს ყოფილი თანამდებობის პირი, გამოიყვანეს და უბრალოდ წინა ხელისუფლება ახსენებინეს, იმათი ნაყიდიაო და ვერ გააცნობიერეს, რომ ამით, პრაქტიკულად დაადასტურეს ბრალდების ერთი ნაწილი, რაც ამ გამოძიებაში იყო მოცემული, რომ ჯანმრთელობის დამაზიანებელი ასეთი ნივთიერება ჰქონდათ. ახლა ამას მიხვდნენ და გამოსწორებას ცდილობენ".- აცხადებს ბოკერია.
მანვე აღნიშნა, რომ ყოფილი და ახალი შს მინისტრების განცხადებები არის დემონსტრირება იმის, რატომ სჯერა დღეს მოქალაქეების უდიდეს ნაწილს, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპატიებისა, რომ ეს უმძიმესი ბრალდება ეფუძნება სიმართლეს.
"ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ რეჟიმს და მის გარემოცვას, იმედი აქვს რომ დრო გაივლის და ამის დადასტურება იქნება რთული, მაგრამ ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ყველა მტკიცებულება ამ საქმის მიჩქმალვისა, უკვე დანაშაულად იქნება შეფასებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მიერ, როცა ეს რეჟიმი აღარ იქნება ხელისფლებაში. რაც უფრო შორს წავლენ სამარცხვინო რეპრესიებში, კიდევ უფრო გაღმავდება რწმენა, საზოგადოების უდიდეს ნაწილში, რომ ეს დანაშაული ჩაიდინეს".- ამბობს ბოკერია.
ექიმი ზურა სიხარულიძე აცხადებს, რომ ფედერალისტების ცხელ ხაზეე შემოსული ისტორიებით დასტურდება მოქალაქეების ორგანიზმში ჯანრთელობის ცვლილებები არა მხოლოდ დარბევის დღებში, არამედ შემდგომ პერიოდში.
"შევსებული კითხვარით დასტურდება, რომ არამარტო იმ მომენტში ხდებოდა გარკვეული ცვლილებები, როგორც სასუნთქ ორგანოებში, ასევე გულსისხლძარღვთა და ასევე მხედველობის, ასევე შემდგომი პერიოდის განმავლობაში განვითარდა ქრონიკული გართულებები.
ნებისმიერი პასუხიმგებლიანი სახელმწიფო, აუცილებლად ჩაატარებდა კვლევას, ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად. ამის გარდა, სახელმწიფო ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს, რა გაზი იყო გამოყენებული, რადგან ასეთ დროს არსებობს პროტოკოლი, სადაც იწერება ყველაფერი, თუ რა ნივთიერებები იქნება გამოყენებული. იმის გამო რომ დამოუკიდებელმა ექიმებმა ჩაატარეს კვლევა, სუსმა დაიწყო გამოძიება მათ წინააღმდეგ".- თქვა ზურა სიხარულიძემ.