თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები სიტუაციის საგანგაშო ესკალაციაა.
თურქეთის მთავრობის სხდომის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა „იმ დონეს მიაღწია, რომ ღიად საფრთხეს უქმნის შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებას“.
„ჩვენს ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში სავაჭრო გემებზე თავდასხმები სიტუაციის საგანგაშო ესკალაციაზე მიუთითებს. ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია გავამართლოთ ეს თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლეს და გარემოს, განსაკუთრებით ჩვენს ექსკლუზიურ ზონაში“, - დასძინა მან.
გასულ პარასკევს, შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან, დარტყმების შედეგად, ორ სანქცირებულ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებმა მედიას განაცხადეს, რომ ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია.
წყაროების ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების ძალების საზღვაო დრონებმა შავ ზღვაში ორ სანქცირებული ნავთობტანკერს, KAIRO-სა და VIRAT-ს, დაარტყა.