უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში იერიში მიიტანეს ტერირორიაზემ სადაც დრონების საცავია და საიდანაც და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება ხდება. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმა 28 ნოემბერს მოხდა.
„28 ნოემბრის ღამეს სპეციალური ძალების ოპერაციების ქვედანაყოფმა deep strike-მა წარმატებული თავდასხმა განახორციელა დროებით ოკუპირებულ ყირიმში Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საცავზე და გამშვებ ადგილზე კონცხ ჩაუდის მახლობლად“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ძალების სარდლობის განცხადებაში.
მათივე თქმით, რუსები რეგულარულად იყენებენ ყირიმის სამხრეთით მდებარე აღნიშნულ ტერიტორიას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გასაშვებად.