„მაგნიტსკის აქტის“ ავტორი და Hermitage Capital Management-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბილ ბროუდერი BBC-ის საგამოძიებო სტატიას ეხმიანება.
„საქართველოს მთავრობა დემონსტრანტების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს. ეფექტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება. ეს უზნეობის ახალი დონეა. ერთადერთი კითხვა იმაში მდგომარეობს, თავად მოიფიქრეს ეს, თუ რუსმა მმართველებმა შთააგონეს?“, - წერს ბილ ბროუდერი X-ზე.
შეგახსენებთ, გამოცემა BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.