უკრაინამ და ნიდერლანდებმა ორშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყანაში დრონების ერთობლივ წარმოებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსი სოციალურ ქსელში წერს.
ბრეკელმანსმა შესაბამის შეთანხმებას თავის უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიჰალთან, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში მოაწერა ხელი.
„ახალი ეტაპი: უკრაინა და ნიდერლანდები ორივე ქვეყანაში ერთობლივად აწარმოებენ დრონებს. ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიჰალთან ერთად, ვაფორმებ ერთობლივი წარმოების ხელშეკრულებას. ("Build With Ukraine"). ეს აძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას, მდგრადობასა და ინოვაციას“, - განაცხადა ბრეკელმანსმა.