რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის სისუსტის კლასიკური ნიშანი, - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
არავის გამოუგონია როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთად, მაგრამ ეს დამარცხებაც მოვა. მთავარია, ეს ხალხი დგას თუ არ დგას და ბოლომდე თუ დგას და ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა.
ჩანს, რომ რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის კლასიკური ნიშანი სისუსტის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალის ნიშანი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უზამს, როცა ხალხი თავისას ამბობს, ამას წინ ვერავინ აღუდგება. ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.