„პუტინი აცხადებს, რომ მას ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. რას იტყვით იმასთან დაკავშირებით, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა? რას იტყვით იმ ყველაფერზე, რაც უკრაინაში 2014 წლიდან ხდება? ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთი 19 სხვადასხვა ქვეყანას დაესხა თავს“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში.
ის ეხმიანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ევროპაზე თავდასხმა არ გეგმავს.