უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 28 ნოემბერს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
დიდი შემოვლითი გზის გავლა მოგვიწევს. დილის 04:00 საათზე უნდა გავემგზავროთ, რათა დაგეგმილ შეხვედრაზე მივიდეთ. დღეს რუსეთის პრეზიდენტს შევხვდები“, – განუცხადა ორბანმა ჟურნალისტებს ბუდაპეშტის აეროპორტში.
ამასთან, ორბანის თქმით, უნგრეთს ევროპაში ენერგორესურსებზე ყველაზე დაბალი ფასები აქვს, რადგან აქვს იაფ რუსულ ნავთობსა და გაზზე წვდომა.
ორბანმა პარასკევს მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის „დიდი ბრძოლა“ მთელ ევროპაში „დიდი რყევებით“, თუმცა ფასები მუდმივად იზრდება, რაც, მისი თქმით, დასავლეთ ევროპაში ოჯახებსა და ეკონომიკებზე მძიმე ზეწოლას ახდენს.