უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრიი ერმაკის თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოაწერს ხელს არცერთ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე უარის თქმას ითვალისწინებს.
ამის შესახებ ერმაკმა გამოცემაThe Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სანამ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენ ტერიტორიას დავთმობთ. ის არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, ტერიტორიაზე უარის დათმობას ითვალისწინებს.
კონსტიტუცია ამას კრძალავს. არავის შეუძლია ამის გაკეთება, თუ არ სურს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წასვლა,“ - განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, დღეს არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერდა ხელს დოკუმენტს ტერიტორიაზე უარის თქმის შესახებ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე ზელენსკი აპირებს წითელი ხაზის გავლებას ყველაზე საკამათო საკითხზე: რუსეთის მოთხოვნაზე უკრაინის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით.
„მიწის საკითხთან დაკავშირებით, უკრაინა მზადაა განიხილოს მხოლოდ ის, თუ სად უნდა გაიაროს შეხების ხაზმა, რათა განისაზღვროს ის, რასაც მეომარი მხარეები აკონტროლებენ.
ახლა მხოლოდ შეხების ხაზის განსაზღვრაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ,“ - განაცხადა ერმაკმა.