არტია „გახარია საქართველოსთვის“ ხვალ, 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი არ იქნებიან არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“:
„ზუსტად 1 წლის წინ, ეს აქციები დაიწყო გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით, რომელიც სამწუხაროდ გადაიზარდა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“ - თქვა ფილფანმა 28 ნოემბერს დაგეგმილი აქციის შესახებ.