ბოსნია და ჰერცეგოვინას თავდაცვის მინისტრმა ზუკან ჰელეზმა უნგრეთის სამხედრო თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო იმყოფებოდა, ქვეყანაში დაშვების უფლება არ მისცა.
ბოსნიელი მინისტრის თქმით, სიიარტო თვითმფრინავით უნდა ჩასულიყო ბანია ლუკას აეროპორტში, რომელიც სერბთა რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია.
„წლების განმავლობაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მინისტრი სიიარტო ღიად უჭერდნენ მხარს ბოსნია და ჰერცეგოვინის ერთეულის, სერბთა რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, მილორად დოდიკს, მის ქმედებებში, რომლებიც ძირს უთხრის ბოსნია და ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს დატერიტორიულ მთლიანობასა“, - წერს ჰელეზი.
მან დასძინა, რომ უნგრულმა მხარემ „არ წარმოადგინა რაიმე მკაფიო განმარტება, თუ რატომ მიფრინავდა საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო თვითმფრინავით“.
მედიის ცნობით, სიიარტოს ბანია ლუკას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება უნდა მიეღო. უნგრეთის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.