მედიის ცნობით, შეიარაღებული პირი, რომელმაც ვაშინგტონში ცეცხლი გახსნა და ეროვნული გვარდიის ორი წევრი მოკლა, ავღანეთის მოქალაქეა, რომელიც შეერთებულ შტატებში 2021 წელს ჩავიდა. ამის შესახებ CBS News იუწყება.
CBS News-ის ცნობით, ორი ეროვნული გვარდიის რომ ჯარისკაცის მკვლელობაში დაკავებული ეჭვმიტანილი ჯერ არ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან.
CBS News-ის ინფორმაციით, რამდენიმე სამართალდამცავმა განაცხადა ის ავღანეთის მოქალაქე 29 წლის რაჰმანულა ლაკანვალია, რომელიც შეერთებულ შტატებში 2021 წელს შევიდა.
მოგვიანებით CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა განაცხადებით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებული იყო, რომ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.
„დღეს საღამოს შემიძლია გაცნობოთ, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან, ჯოჯოხეთიდან ჩამოვიდა,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის სექტემბერში ჩამოიყვანა“.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს, ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად, ეროვნული გვარდიის ორი წევრი მოკლეს.