უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 28 ნოემბერს მოსკოვში ჩავა, სადაც კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
ამის შესახებ ჟურნალისტი საბლოჩ პანი Facebook-ზე წერს.
მისი წყაროს ცნობით, ორბანი პუტინს პარასკევს, 28 ნოემბერს, მოსკოვში შეხვდება.
ამავდროულად, შეხვედრა ოფიციალური ჯერ არ დადასტურებულა.
ბოლოს ორბანი პუტინს 2023 წლის ოქტომბერში ჩინეთში შეხვდა. მაშინ მან რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ „სამხედრო ოპერაცია“ უწოდა.