ვნახეთ, რა გააკეთეს რუსებმა 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ რა გააკეთეს 2014 წელს ყირიმში - ერთადერთი, რაც პუტინს ესმის ზეწოლაა - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
სენატორის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის მოხდენა ვერ მოახერხა, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აიძულოს.
“ვნახეთ, რა გააკეთეს მათ [რუსებმა] 2008 წელს საქართველოში, ვნახეთ, რა გააკეთეს მათ 2014 წელს ყირიმში, ვნახეთ, როგორ შეიჭრნენ უკრაინაში და გააგრძელებენ, თუ საკმარისი არ დავინახეთ და რაიმე ზეწოლა არ მოვახდინეთ მათზე…
ვფიქრობ, ერთადერთი რამ, რაც ვლადიმირ პუტინს ესმის, ზეწოლაა და პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ მოახერხა პუტინზე და რუსეთის რეჟიმზე ზეწოლის მოხდენა, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა აიძულოს”, - განაცხადა შაჰინმა.