უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის დროს, მოლდოვის სამხედრო სათვალთვალო სისტემებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ექვსი დრონი დააფიქსირეს.
ინფორმაციას მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ერთ-ერთი დრონი ვინოგრადოვკასა და ვულკანეშტის დასახლებების ტერიტორიაზე შენიშნეს, რის შემდეგაც მან რუმინეთთან სახელმწიფო საზღვრისკენ დაიწყო მოძრაობა.
დრონი საჰაერო სივრცეს დაახლოებით 1500 მეტრის სიმაღლეზე კვეთდა.
შემდგომში, სათვალთვალო სისტემებმა კიდევ ხუთი დრონი დააფიქსირეს, რომლებიც დონდუსენის, ორჰეის, ბენდერის, ვადალ-ლუი-ვოდას და ფლორეშტის დასახლებების საჰაერო სივრცეს კვეთდნენ.
ერთ-ერთი მათგანი სოფელ ნიჟნიე კუკურეშტში სახლის სახურავზე დაეცა.
რუსული დრონების მიერ მოლდოვას საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
მოლდოვას საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მკაცრად გმობენ რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას.
„ამ მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი ხვალ საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული ამ მიუღებელ ქმედებებზე ახსნა-განმარტების მისაცემად“, - ნათქვამია მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.