აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, მოლაპარაკების პროცესში გამოჩენამ შეცვალა ამერიკული მხარის მიდგომა უკრაინასთან ურთიერთქმედების მიმართ მათ მიერ შეთავაზებული „სამშვიდობო გეგმის“ ფარგლებში. ამის შესახებ Politico წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის არმიის მდივნის, დენ დრისკოლის, როგორც მომლაპარაკებლის არჩევა უჩვეულო იყო.
კერძოდ, მისი მიდგომა შეთავაზებული ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმის მიმართ მკაცრი და ულტიმატუმებით გამორჩეული იყო.
შემდეგ კი მოლაპარაკებების პროცესში მარკო რუბიო ჩაერთო.
23 ნოემბერს მისმა ჟენევაში ჩასვლამ უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის საუბრის ტონი შეცვალა.
ტრამპის ადმინისტრაციის გუნდმა წინადადების მისაღებად 27 ნოემბრამდე მიცემული ვადა გააუქმა.
ასევე, ევროპელებისა და უკრაინელების აზრით, რუბიოს გამოჩენასთან ერთად, აშშ-მა მათი პოზიციების უფრო მეტად გათვალისწინება დაიწყო.
„ჩვენ გვჯერა, რომ მარკო რუბიოს მონაწილეობას მოლაპარაკებების გაგრძელებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანას წარმოადგენს.
წყაროს ცნობით, რუბიოს გავლენა აშკარა იყო მოლაპარაკებების ტემპის ცვლილებაში: „გუშინდელი დღის [23 ნოემბერის] შემდეგ ის შენელდა და ეს კარგია“, - თქვა მან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულმა ქაოტურმა კვირამ აჩვენა, რომ რუბიოს განიხილავენ, როგორც პირს, რომელიც რუსეთ-უკრაინის საქმეში წესრიგს დაამყარებს და ვაშინგტონს მიმართავს მოკავშირეებისა და პარტნიორებისკენ, და არა მოსკოვისკენ.
გამოცემის ცნობით, რუბიომ იპოვა გზა, რათა ჟენევაში სამუშაოდ ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები მიეზიდა.
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ჟენევაში „საქმეები სწორი მიმართულებით წავიდა“.
„სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ახლა სიტუაცია გაცილებით უკეთესად გამოიყურება.
„რუბიო პროფესიონალია, რომელმაც თავისი საქმე იცის. თუმცა, ის პრეზიდენტისთვის მუშაობს, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტილებებს იღებს“, - თქვა მან.