უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 25 ნოემბრის ღამეს რუსეთმა 460-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა გამოიყენა, რომელთა სამიზნეებს უკრაინის ენერგეტიკული და კრიტიკული ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა
„ოდესის რეგიონში ნგრევაა: თავდასხმები პორტებზე, სასურსათო მარაგებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, რომელბიც სამხედრო დანიშნულების არ არის.
მათ ასევე დაარტყეს დნიპროს, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჩერკასის რეგიონებს.
მთავარი სამიზნე: ენერგეტიკა და ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას.
რუსებმა საერთო ჯამში გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტა, მათ შორის აერობალისტური რაკეტები და 460-ზე მეტი დრონი, რომელთა უმეტესობა რუსეთ-ირანის „შაჰედები“ იყო,- წერს .
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ოთხი დრონი მოლდოვასა და რუმინეთში შეფრინდა.
პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ უნდა ახსოვდეს ყველა პარტნიორს, რომ იარაღი და საჰაერო თავდაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აგრესორზე სანქციებით ზეწოლა
ზელენსკიმ დასძინა, რომ დახმარებაში არანაირი პაუზა არ შეიძლება.